15, ოქტომბერი 2019 10:13:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს ელიან, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.
დღეს, 15 ოქტომბერს კი, ჰაერის ტემპერატურა თბილისში 25 გრადუსი იქნება.